კარასინი: რუსეთი თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, რუსეთის დელეგაცია გაემგზავრება თბილისში, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, – ამის შესახებ სენატორმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

საქართველოში, კერძოდ თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა მიმდინარე წლის 14-15 მაისს გაიმართება.

„რუსეთი მასში მონაწილეობას მიიღებს, სხვა საკითხია, კონკრეტულად ვინ გაემგზავრება იქ“, – აცხადებს კარასინი.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. იგი საქართველო, 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა, მას მერე, რაც მოსკოვმა დე ფაქტო აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიის სუვერენიტეტი აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად