კარასინი: დონბასში მშვიდობის დამყარება უკრაინის მთავრობის პოლიტიკაზეა დამოკიდებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილის გრიგორი კარასინის შეფასებით, უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის მოგვარება უკრაინის მთავრობის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. როგორც მან სააგენტო “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ცრუ დაპირებებისგან დაიღალა.

-როგორია მოსკოვის მოლოდინი უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით? ხედავთ თუ არა, რომ რადას ახალი შემადგენლობა ნაკლებად რადიკალური იქნება? არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია თუ არა უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით რეალური პროგრესი იყოს?

„ამ გაზაფხულზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოება დაძაბულობის, მილიტარისტული ინტოქსიკაციისა და ცარიელი დაპირებებისგან დაღლილია. 21 ივლისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ეს ტენდენციაც კარგად ჩანს. შემთხვევითი არ არის, რომ ვლადიმირ ზელენსკის პარტია “ხალხის მსახური” ლიდერად რჩება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დონბასში ომის დასრულებაა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია იური ბოიკოს პარტია “ოპოზიციის პლატფორმა – სიცოცხლისთვის”. ორივე მათგანს კარგი შანსი აქვს, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმათა მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხი უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც არჩევნების შედეგად შეიქმნება. კენჭისყრის შედეგები მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების მომავალი ვექტორის თვალსაზრისით და, სავარაუდოდ, მას პირდაპირი ზეგავლენა იმაზე, იქნება კონსტრუქციული დიალოგის გზა თუ ეროვნული რადიკალური დიქტატურა გაგრძელდება. მოკლედ, ეს კიევისა და უკრაინელი ხალხის არჩევანია“,-აღნიშნავს გრიგორი კარასინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...