” კარანტინში არის ძალიან კარგი პირობები, სამჯერადი კვება, ყველას თავისი საპირფარეშო აქვს”

“კარანტინში არის ძალიან კარგი პირობები, სამჯერადი კვებაა შეგიძლიათ ასევე მიმღებში დარეკვა”-ამის შესახებ, სოციალურ ქსელში გერმანიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე წერს.

” გუშინ ჩამოვფრინდით გერმანიიდან ქუთაისში კარანტინი სავალდებულო არაა გერმანიიდან ჩამოფრენილთათვის.

ნებაყოფლობითია შეგიძლია აირჩიო თვითიზოლაცია შეგიძლია აირჩიო კარანტინი,თუ თვითიზოლაციისთვის შესაბამისი პირობები არ გაქვთ მაშინ აირჩიეთ კარანტინი. თვითმფრინავში დაახლოებით 25 ადამიანი იყო აქედან 7 ჩვენი ნებით წამოვედით კარანტინში და დანარჩენი გაუშვეს თვითიზოლაციაში. აეროპორტიდან გამოგვიყვანეს შეგვიშვეს კარავში,სადაც ველოდებოდით ესპანეთიდან ჩამოსულებს,კარავის წინ იყო ავტობუსი გერმანიიდან ჩამოსულები დაგვაჯინეს უკან,დაგვირიგეს პირბადეები,ხელთათმანენი და საკვები,ხოლო ესპანეთიდან ჩამოსულები დააჯინეს წინ და ყველა დაგვსვეს ცალკე.

რაც შეეხება კარანტინს, არის ძალიან კარგი პირობები, სამჯერადი კვებაა შეგიძლიათ ასევე მიმღებში დარეკვა და თქვენივე ხარჯებით სასუსნავების, სიგარეტის,სასმელის ყიდვა.თუ მარტო ხართ მაშინ მარტო გიშვებენ ოთახში და თუ ვინმესთან ერთად ხართ ერთად გიშვებენ ოთახში.

საჭიროა ასევე დღეში ორჯერ სიცხის გაზომვა გირეკავენ და გეკითხებიან გაქვს თუ არა სიცხე, როგორ გრძნობ თავს და ა.შ.ყველა ოთახს აქვს თავისი საპირფარეშო,ტელევიზორი და ინტერნეტი.
#გაუფრთხილდითთავსდაგაუფრთხილდითსხვისსიცოცხლეს
#კარანტინიციხეარარის
#ჯანმრთელობაზესაჭიროაარაფერია
#გისურვებთჯანმრთელობას”- წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად