კაპანაძე: ვასაძე ცენზურას ითხოვს, ამათი და “ქოცების” ალიანსი უაღრესად სახიფათო იქნება!

ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოთხოვნას.

“ეს კაცი პირდაპირ ცენზურას ითხოვს. არადა, დასავლეთში სწავლობდა, ბარემ ორი ქოცი მაღალჩინოსანივით. ამათი და “ქოცების” ალიანსი, რაც ახლა შეფარული ფორმით სახეზეა და, როგორც ჩანს, ბიძინას იმედი აქვს, რომ 2020-ის მერე კიდევ უფრო გაღრმავდება, არის უაღრესად სახიფათო ქვეყნისთვის! უაღრესად სახიფათო! და დამღუპველი! გადაჭარბების გარეშე”, – წერს სერგი სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მიმართავს: “მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...