კაპანაძე: თუ მმართველ გუნდს უნდა, ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ  არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ.

„ოპოზიციას თავის შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს, რომლის არსიც არის პროპორციულის ან მსგავსი სისტემის მიღება. რიცხვებზე საუბარს ცალკე აზრი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი მოდელის განხილვა შესაძლებელია, რომლის ფუნდამენტური არსი იქნება პოლიტიკური ძალების იმ პროპორციით წარმოდგენა პარლამენტში, რა პროპორციის მხარდაჭერასაც მიიღებს. 100/50-ზე – ამ არსს ფუნდამენტურად სცდება, ამიტომ ჩვენგან განხილვის საგანი არ იქნება. აქ კიდევ უფრო სხვა და გაცილებით დიდი პრობლემაა. არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ. ამიტომ არის ეს დიალოგი გაჩერებული. თუ მათ უნდათ, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და მერე ისაუბრონ პროპორციული ან მსგავსი საარჩევნო სისტემის ირგვლივ,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად