კაპანაძე: თუ ივანიშვილს საღი აზრი აქვს, პროპორციულ სისტემაზე უნდა წამოვიდეს

ამის შესახებ რუსთავი 2-თან “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

“ჩვენი მიზანი არის, რომ მივაღწიოთ პროპორციულ ან პროპორციულის ეკვივალენტურ საარჩევნო სისტემას. შესაბამისად, ყველა ჩვენი წინადადება ამისკენაა მიმართული. კონტრწინადადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლებისგან, ამას არ ეხება. როგორიცაა, იგივე საარჩევნო ბარიერი, პროპორციულთან კავშირში არ არის. ჩვენი მიზანია, რომ პროპორციულს მივაღწიოთ და თუ ივანიშვილს საღი აზრი აქვს, ამაზე უნდა წამოვიდეს,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ “რუსთავი 2”-თან.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი როდის გაიმართება,ზუსტი თარიღი უცობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად