კაპანაძე: თაკო ჩარკვიანმა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება შეაფასა.

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, არასწორია ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთერთობა ტალახის სროლის კამპანიის პირობებში წარიმართოს, რაც, “ჩარკვიანის მხრიდან ბოლო პერიოდში რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა”.

„თაკო ჩარკვიანმა საკმაოდ ნეგატიური შეფასება გააკეთა, არა შინაარსის მიმართ, თუმცა ცილისმწამებლური და ბინძური ტალახის სროლა დაიწყო „ევროპული საქართველოს“ მისამართით. არ მიგვაჩნია სწორად, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები იყოს ცილისწამების, ტალახის სროლის კამპანიის პირობებში, რაც არაერთხელ მოხდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ჩარკვიანის მხრიდან. ჩვენი მოწოდება იქნება, „ძალა ერთობაშიას“ მიმართ, გააკეთონ შეფასება ამ განცხადებაზე. ისინი აპირებენ, რომ ამ სტილში, „ასავალ-დასავალისა“ და სიბინძურის სტილში გააგრძელებენ ურთიერთობას თუ ემიჯნებიან და ამ განცხადებას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ: „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

„კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ამ შეთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას თაღლითობის სუნი ასდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად