კაპანაძე: როდესაც ხელისუფლება იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, შეუძლებელია მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა

“ეს არის დაახლოებით იგივე პრინციპი, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან”-“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობს.

კაპანაძის თქმით, როდესაც ხელისუფლება ერთის მხრივ იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლებელია მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა:

“როდესაც ხელისუფლება ერთის მხრივ იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლებელია მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ეს არის დაახლოებით იგივე პრინციპი, რომ ტერორისტებს არ ელაპარაკებიან. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი მიზნებისთვის სხვა მეთოდებით, მათ შორის მეთოდებით, რომელიც გულისხმობს აქტივობებს თბილისში და რეგიონებში,” – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიცია 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გეგმავს, სადაც საზოგადოებას მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად