კაპანაძე: ქამრების შემოჭერის პოლიტიკა 2009 წელს როგორიც გვქონდა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა

"2009 წელს სწორმა საბიუჯეტო პოლიტიკამ გადაგვარჩინა. ასეთი ქამრების შემოჭერა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ეს გაკეთდა ყვირილის გარეშე",- განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ "TV პირველის" ეთერში. 

კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ რადიკალური გადაწყვეტილებები უდნა მიიღოს, შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯები და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გაიზიაროს წინა ხელისუფლებისგან.

"საერთაშორისო ფაქტორები კიარ განაპირობებს ჩვენნაირი პატარა ქვეყნების სავალუტო ფონს, არამედ რეაქცია. ის თუ რა რეაქცია გაქვს ამ საერთაშორისო ფაქტორებზე. ესტონური მოდელი და მოგების გადასახადის შემცირება კარგია, მაშინ თუ ერთ იმდენს მთავრობა იკლებს. ესტონეთმა ასე გააკეთა. ბიუროკრატიული ხარჯები შეამცირა იმდენად, რომ ანტი საბერძნეთი დაარქვეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბიუჯეტში ,,სუს-ს“ გავუზარდეთ დაფინანსება. 3 %-იანი შემცირებაც არაა საკმარისი. რადიკლაური შემცირებაა საჭირო. არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ნახევარი ზომები მივიღოთ. 

2008 წელს ომი და გვქონდა. იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ბოლო 50-60 წლის განმავლობაში. მაინც გვქონდა 6-7%-იანი ეკონომიკური ზრდა",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...