კაპანაძე: ქალბატონი წულუკიანისგან უცხო არ არის ბოღმიანი განცხადებები

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ხელისუფლებას სურს, რომ მინიმალური მხარდაჭერით უმრავლესობა მოიპოვოს.

„ქალბატონი წულუკიანისგან უცხო არ არის ბოღმიანი და უშინაარსო განცხადებები. რეალურად, პროპორციული არჩევნები უნდა იყოს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი და საზოგადოების მონაპოვარი, მაგრამ ამას აღარ აკეთებს ივანიშვილი. იმიტომ, რომ მათ ნახეს, რომ ხელისუფლებას კარგავენ. მათ უნდათ ისეთი სისტემის შექმნა, რომ მცირე მხარდაჭერით, მაგალითად, 30%-ით მოიპოვონ უმრავლესობა“, – აცხადებს კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად