კაპანაძე ქადაგიძეზე: ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ სერგი კაპანაძემ პარლამენტში ნინო ქადაგიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა,  მოსამართლეთა კლანის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ნინო ქადაგიძის მხარდაჭერა მოხდება, რაც არის კლანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ძალიან მარტივად შეეძლო ყველას ენახა ამ ქალბატონის გასაუბრება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან აშკარად აჩვენა თუ როგორ აყენებს ხელისუფლების ინტერესს საზოგადოების ინტერესზე წინ და როგორ მონაწილეობდა აქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის კამპანიაში, ზოგადად ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება უზენაესი სასამართლო აღარ იქნება დაქვემდებარებული ხელისუფლებას და ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ სასამართლოსთან დაკავშირებით, სისრულეში იქნება მოყვანილი,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად