კაპანაძე პროპორციულზე: ნულოვანი ბარიერი არ არის კარგი, 3 პროცენტიანი უმჯობესია

” ნულოვანი ბარიერი არ არის კარგი”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ “კურიერთან” განაცხადა,

პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დიდ მონაპოვრად აფასებს „ევროპული საქართველოც“. სერგი კაპანაძის თქმით ეს არის ზუსტად ის რაც აქციაზე მყოფმა ადამიანებმა დაათმობინეს ივანიშვილის.

“ამ კვირაში იწყება კონკრეტულად განხილვები და ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება. ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნულოვანი ბარიერი არ არის კარგი და უმჯობესი იქნება სამ პროცენტიანი ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკების აკრძალვა ასევე არ მიგვაჩნია სწორ ნაბიჯად. მაგრამ ეს ყველაფერი მიგვაჩნია არის მეორე და მესამე ხარისხოვანი თუ იქნება პროპორციული სისტემა,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად