კაპანაძე: მაკო გომური რატომ არ უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი, არგუმენტი არ არსებობს

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ მტკიცებულებებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა იტყუება.

“არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა იყოს დაზარალებულად ცნობილი მაკო გომური”.

„მოტივაცია, რის გამოც დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურსა და სხვა დაზარალებულებს არ ენიჭებათ, ის არის, რომ არ უნდათ, ამ ადამიანებმა მასალებზე წვდომა მოიპოვონ, რითაც ყველა დარწმუნდება, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთა აქვს მიღებული, რომ ისე გამოიყვანოს, თითქოს მთავარი დაზარალებულები პოლიცილები იყვნენ და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ეს გახარიას იმ მიდგომას უკავშირდება, რომ 20 ივნისი იყო არა „გავრილოვის ღამე”, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის ღამე. ამ ვერსიის გასამყარებლად არამართლზომიერი ნაბიჯის გადადგმა სჭირდებათ, რადგან სამართლებრივად პროკურატურას გაუმართავი პოზიცია აქვს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილე პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად