კაპანაძე: ხელისუფლება აძლიერებს პრორუსულ ძალებს, აი “პატრიოტთა ალიანსი” პირდაპირ შეერწყა “ოცნებას”

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ “ტვ პირველთან” ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება პრორუსულ ძალებს აძლიერებს.

“მოსახლეობაში ანტირუსული განწობა არის ძალიან მაღალი. დასავლეთის მხარდაჭერა, ნატოს და ევროკავშირის არის 70%-ზე მეტი. მაგრამ, ეროზია იმაში მდგომარეობს რომ კონკრეტული ნაბიჯები არ იდგემვა. გააძლიერეს პრორუსული ძალები.

ხელისუფლება აძლიერებს პრორუსულ ძალებს, აი “პატრიოტთა ალიანსი” პირდაპირ შეერწყა და გახდა ერთი მთლიანი “ქართული ოცნება”. კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღება. მათ შორის პარლამენტშიც კარგი მაგალითია. მათ არ უნდათ
კონკრეტული ანაბიჯის გადადგმა. გონიათ რომ რუსეთი უფრო “გვატკენს”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად