კაპანაძე: ივანიშვილისთვის კატასტროფული ზაფხულის მერე, პოლიტიკური რეპრესიებით ცდილობს დაბრუნებას

“სასამართლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოირგო მის მიერ არის გამოყენებული მისი პოლიტიკური მიზნებისთვის”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძის განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს, პოლიტიკური რეპრესიების გატარებით პოლიტიკური დაბრუნება მოაწყოს.

“ივანიშვილი ცდილობს, მისთვის კატასტროფული ზაფხულის მერე, გავრილოვის ღამის მერე, გარკვეული დაბრუნება გააკეთოს და ამას აკეთებს პოლიტიკური რეპრესიების გზით. ამას ემსახურებოდა ნაბიჯები, რომელიც გადადგა მელიას წინააღმდეგ, ოქრუაშვილის დაკავება, ხაზარაძე ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. სასამართლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოირგო მის მიერ არის გამოყენებული მისი პოლიტიკური მიზნებისთვის,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...