კაპანაძე: იშვიათად სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას აქციას უწყობს

“ეს ამბავი დასაცინია მხოლოდ და მხოლოდ”- ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, “ევროპულ საქართველოს” ოფისთან მიმდინარე აქციას, სადაც “ევროპული საქართველოს” წევრების ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის პერფორმანს აპროტესტებენ.

“აი, სულ სათითაოდ მოგროვილი, არა ორგანიზებულად (როგორ ეკადრებათ?) შეკრებილი გოგო- ბიჭები არიან ახლა ევროპული საქართველოს ოფისის წინ. რა დაორგანიზება, სრულიად სპონტანური აქციაა. უფრო მეტიც, ქართული ოცნების ხელმძღვანელებმა არც კი იციან ამ აქციის შესახებ. კიდევ უფრო მეტიც, ემიჯნებიან კიდეც, ალბათ საჯაროდ .

ამას იტყვის ალბათ ხვალ ივანიშვილის მორიგი მორჩილი კლოუნი .

იშვიათად სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას აქციას უწყობს. ეს ამბავი დასაცინია მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ უფრო საშიშია, როდესაც ოპოზიციის ლიდერს იჭერენ. და გაცილებით უფრო საშიში, როდესაც ოლიგარქს უნდა ძალაუფლების უზურპაცია.

და ის ხელისუფლება, რომელიც ყოველივე ამას აკეთებს, გასაგდებია დაუყნოვნებლივ. ეს ამბავი გარდაუვალია და მალე გაფორმდება ;)”-წერს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, კვების ობიექტზე სადაც ელენე ხოშტარია ვახშმობდა, აქციის მონაწილეები მივიდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები “ევროპული საქართველოს” წევრების ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის პერფორმანს აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად