კაპანაძე:ინციდენტებისა და პრევენციების მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი მოსკოვის შანტაჟის ინსტრუმენტია

” ინციდენტებისა და პრევენციების მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი მოსკოვის შანტაჟის მარტივი ინსტრუმენტია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენეს” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა არის ის რომ პოლიტიკური ნება მოსკოვში არ არის.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თემის გენერირება მოხდეს. ეს მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში რუსეთის მხრიდან შანტაჟი მუდმივად გაგრძელდება. ინციდენტებისა და პრევენციების მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობა მოსკოვის შანტაჟის მარტივი ინსტრუმენტია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენეს. ახლა ისევ უკან დაბრუნდებიან, ისევ მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს წლებია გრძელდება და სერიოზულად არ ვუყურებ. თვისობრივი გარღვევა რომ იყოს, ეს დამოკიდებული იქნება როგორი ზეწოლა იქნება პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად