კაპანაძე: ინაშვილმა ისაუბრა იმაზე, საქართველოში როგორ არ უჭერენ მხარს ნატო-ს

„ანტიდასავლური ძალების საქართველოში ბოლო პერიოდში გაძლიერების კარგი ილუსტრაციაც მოხდა ამ შეხვედრაზე, სადაც “პატრიოtთა ალიანსის” წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზე, საქართველოში როგორ არ უჭერენ მხარს ნატო-ს. ეს არის მისი მოსაზრება, მაგრამ ფაქტები ამის საწინააღმდეგოა,“ – ასე გამოეხმაურა სერგი კაპანაძე „ნატო-ს“ წარმომადგენლობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ საკითხს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განმარტებით, მათ მიერ საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც წინასაარCევნო გარემოს, მედიაპლურალიზმსა და მოსამართლეების არჩევის წესს ეხება და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი „ნატო-ს“ მხარდაჭერის მნიშვნელობაs საქართველოს მიმართ:

„ძირითადი თემები, რაზეც „ევროპულმა საქართველომ“ ისაუბრა, შეეხებოდა რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიას და ყველა იმ პრობლემას, რომელიც რუსეთის ოკუპაციას უკავშირდება, მათ შორის პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიის გამოწვევებზე და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნატო-ს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას sჭირდება ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია.

მათ ძალიან კარგად იციან ის გამოწვევები, რომლებიც არის ქვეყანაში, მათ შორის მედიაპლურალიზმთან დაკავშირებული პრობლემები და შეტევები მედიაზე, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული, რომლებიც არ ტარდება, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით – ამ ყველა საკითხზე ნატო-ს ელჩები არიან ინფორმირებულები და დისკუსია ეხებოდა სწორედ ამას.

ანტიდასავლური ძალების საქართველოში ბოლო პერიოდში გაძლიერების კარგი ილუსტრაციაც მოხდა ამ შეხვედრაზე, სადაც “პატრიოთა ალიანსის” წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზე, საქართველოში როგორ არ უჭერენ მხარს ნატო-ს. ეს არის მისი მოსაზრება, მაგრამ ფაქტები რომ ამის საწინააღმდეგოა, ეს ყველამ კარგად იცის და ჩვენმა „ნატო-ელმა’ პარტნიორებმაც გაიგეს მათ შორის ჩვენი პასუხიც და თვითონაც ხედავენ, თუ როგორი დამოკიდებულება არის საზოგადოებაში, როგორი მაღალი არის მხარდაჭერა ნატო-სი და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ძალები არიან სწორედ ამ განწყობის,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად