კაპანაძე: ღარიბაშვილი არაფრის მაქნისი იყო, ბოღმიან მინისტრად დაგვამახსოვრა თავი

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ “ტვ პირველთან” მმართველ გუნდში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“თუ გიორგი გახარიას დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ეს იქნება, კიდევ ერთი დადასტურება იმის რომ ის ბოლომდე არააადეკვატურია და არ ესმის საზოგადოების მოთხოვნების. ბოლო რამდენიმე თვის გაანმავლობაში მთავარი მოთხოვნა არის გიორგი გახარიას სახლში გაშვება. თუ მას დააწინაურებს, მორიგჯერ გამოჩნდება რომ ეს ადამიანი დისტანცირებულია საზოგადოებრივ აზრს.

ანალოგიურად იგივე კონტექსტი შეგვიძლია განვიხილოთ თუ, იგივე, ბატონ ღარიბაშვილს დააბრუნებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულალური, არაეფექტური და არაფრის მაქნისი მინისტრი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა თავი დაგვამახსოვრა როგორც ბოღმიანმა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რაღაც აგრესიული ნაბიჯების გადადგმის მომხრე მინისტრად. მხოლოდ ამით! საბოლოო ჯამში ბუნებრივია დიდი მნიშვნელობა არ ექნება ამ სამთავრობო გადაადგილებებს.”- განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად