კაპანაძე: გამოვიდნენ პოლიტიკური ძალები და თქვან, რომ არ აპირებენ ივანიშვილთან თამაშს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “ღამის მთავართან” განაცხადა. 

“რატომ დადგა ეს საკითხი დღეს? იმიტომ რომ 20 ივნისის მერე გავიარეთ საკმაოდ ცხელი ზაფხული, რომელსაც ახალი პოლიტიკური”ქართული ოცნების” და პრორუსული ძალების… ჩვენ მანამდეც ვიცოდით, მაგრამ ასე გამოჩენილიყო… ამაში შედის ინაშვილის და ვასაძის ჯგუფები… თანავარსკვლავედი აეწყო და ნათელია ყველაფერი. ამიტომ, ჩვენი იდეაა, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროპორციული არჩევნების პირობებში იბრძოლებენ პარლამენტში მოსასვლელად და მერე მთავრობის შესაქმნელად. წინასწარ გამოვიდნენ და უთხრან ამომრჩეველს, ჩვენ არ ვაპირებთ ივანიშვილთან თამაშს, არ ვაპირებთ ივანიშვილთან მთავრობის შექმნას. ეს ფუნდამენტური საკითხია.

თუმცა, ძნელი სათქმელია ვინ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, არიან გარკვეული ძალები რომლებსაც ამაზე ღია პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მაგალითად ის ძალები, რომლებიც ადრე იყვნენ “ქართულ ოცნებასთან” და წამოვიდნენ “ქართული ოცნებიდან”. ეს იქნება “შენების მოძრაობა” “რესპუბლიკური პარტია”…

ჩვენ გვაქვს იდეა, რომ ამის გაფორმება მოხდეს მემორანდუმის სახით, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო სიტყვა, პოლიტიკაში სიტყვას ფასი აქვს. ეს არის სიტყვა, რომელსაც მერე უნდა მოჰყვეს კონკრეტული ქმედება,. არავისზე ეჭვი არ გვაქვს, მაგრამ ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში იყვენენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც იყვნენ ბიძინა ივანიშვილთან, მათ შორის მამუკა ხაზარაძეც და პირველ რიგში მამუკა ხაზარაძეც…

მამუკა ხაზარაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ჩვენ მოწოდებაზე და მეტნაკლებად ღიად თქვა, რომ არ აპირებს ივანიშვილთან თანამშრომლობას…

ამ პოლიტიკურ სეზონში აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს ვინ სად დგას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად