კაპანაძე: ჩვენი შვილების მომავლით თამაში არის სახიფათო, არავის უნდა შერჩეს და ვაპატიოთ

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილის მოსვლის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის წინაშე სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე წარსდგება.

სერგი კაპანაძის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განათლების რეფორმა გაუაზრებელია.

“განათლებული მინისტრთან ჩვენი კითხვები დაკავშირებულია იმ სრულიად მოუფიქრებელ და გაუაზრებელ ე.წ განათლების რეფორმასთან, რომელიც შემოგვთავაზა მან.

რეალურად გულისხმობს მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების ტესტის არასავლდებულოდ გახდომას. არცერთ ამ კონკრეტულ საკითხზე მინისტრს არგუმენტი არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან წერილით გვიპასუხა ჩვენ დასმულ კითხვებზე.

იმ წერილში ასევე სადღეგრძელოებია, არცერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. ეს ძალიან სახიფათოა, ჩვენი შვილების მომავლით თამაში არის სახიფათო, არავის არ უნდა შერჩეს და ვაპატიოთ, ეს კითხვები გვექნება. რატომ აპირებს ამ ასე სწრაფად, ასე მოუფიქრებლად ამ კვაზი რეფორმის განხორციელებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.
პრემიერი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.

ინტერპელაციის წესით დაიბარა პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. ბატიაშვილის მიმართ კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას შეეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...