კანზას-სიტიში, ბარში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მისურის შტატის კანზას-სიტიში, ბარში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ინციდენტი 6 ოქტომბერს, ღამით მოხდა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელი ბარში შევიდა და ცეცხლი გახსნა. მთლიანობაში, დაღუპულებისა და დაშვებულების რაოდენობა 9-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად