“კანონპროექტს, რომელიც ფინანსური სექტორის განვითარებას შეაფერხებს, ვეტოს დავადებთ”

ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს, კანონად ქცევის შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.

„დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის თავზე, რაც თავისთავად ცხადია, ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად დაირღვა საქართველოს მთავრობის განკარგულება. ჩვენთვის აბსოლიტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა, პროფესიული კუთხით. შესაბამისად ყველა ის კანონპროექტი რომელიც აზიანებს, რაიმე ფორმით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო სექტორის განვითარებას, იქნება ვეტო დადებული“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად