კანკავა უეფას ევროპის ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

უეფამ ევროპის ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც "დნიპროში" მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა მოხვდა.

აი რას წერს უეფა ქართველ ლეგიონერზე:

„ეს იყო იდეალური ღამე ქართველი მებრძოლისთვის. 29 წლის ქართველი ნახევარმცველი, კვლავ და კვლავ განაგრძობდა „ნაპოლის“ შეტევების ნეიტრალიზებას“.

უეფას ევროპის ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: დენის ბოიკო ("დნიპრო")

მცველები: ფაუზი გულამი ("ნაპოლი"), დანიელ კარისო ("სევილია"), დუგლასი ("დნიპრო"), კოკე ("სევილია").

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("დნიპრო"), ვალერი ლუჩკევიჩი ("დნიპრო"), ევერ ბანეგა ("სევილია").

თავდამსხმელები: კარლოს ბაკა ("სევილია"), ევგენი სელეზნიოვი ("დნიპრო"), მოჰამედ სალაჰი ("ფიორენტინა").

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავას "დნიპრომ" გუშინ იტალიური "ნაპოლი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა(ორი მატჩის ჯამში 2:1) და ევროპის ლიგის ფინალის საგზურიც მოიპოვა, სადაც ესპანურ "სევილიას" დაუპირისპირდება, რომელმაც "ფიორენტინა" ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად