“კანის კინოფესტივალის” “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი გახდა

ბრიტანელი რეჟისორი კენ ლოუჩი "კანის კინოფესტივალის" "ოქროს პალმის რტოს" მფლობელი გახდა ფილმისთვის "მე, დანიელ ბლეიკი" ("Me, Daniel Blake").

წინა ოქროს პალმის რტო რეჟისორმა 2006  წელს ფილმისთვის "The Wind That Shakes the Barley" აიღო.

კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფრანგი რეჟისორი ქსავიე დოლანი გახდა ფილმისთვის "It's Only the End of the World", საუკეთესო რეჟისორის პრიზი კი ერთდროულად კონკურსის ორ მონაწილეს ერგო – ფრანგ ოლივიე ასაიასსა და რუმინელ რეჟისორს კრისტიან მუნჯიუს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...