კანიე ვესტმა, ჯორჯ ფლოიდის ახლობლებისთვის და ძალადობის სხვა მსხვერპლთათვის, 2 მლნ დოლარი გაიღო

ამერიკელმა რეპ-შემსრულებელმა კანიე ვესტმა, შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის ახლობლებისთვის და სხვა აფროამერიკელი ძალადობის მსხვერპლთათვის 2 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. ამის შესახებ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ABC-ის ეთერში გამოაცხადა.

ვესტსის მიერ გაღებული რესურსი, კერძოდ, მოხმარდება ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის ქალიშვილის განათლებას. დარჩენილი შეწირულობა კი გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც დაკავშირებულია ამად ორბერისთან.

შავკანიანი ორბერი თებერვალში, ჯორჯიაში მოკლეს მაშინ, როდესაც იგი დარბოდა. პოლიციის განცხადებით, მას თეთრკანიანმა ადგილობრივმა მკვიდრმა ტრევის მაკმაიკლმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრევისმა და მამაისმა ჩათვალეს, რომ აფროამერიკელი უკანონოდ შეიჭრა სახლის ტერიტორიაზე და მისი გაგდება საკუთარი ძალებით სცადეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად