კანიე უესტი, საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის გამო, 1 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის გამო, 1 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press წერს.

საუბარია რეპერის Yeezy-ის ბრენდის პროდუქციის მიწოდების ვადაგადაცილებაზე. რაიონული პროკურორების საჩივრების შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ კომპანიამ საქონელი მომხმარებელს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მიაწოდა.

Yeezy-ის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის ოთხმა ოლქის ადვოკატმა შეიტანა. სარჩელის თანახმად, კომპანიას ბრალი ედება იმაში, რომ მომხმარებლებს ონლაინ შეკვეთები 30 დღის განმავლობაში არ მიაწოდა.

კანიემ Yeezy-ის ბრენდი 2007 წელს დააფუძნა და პირველი ფეხსაცმელი – Air Yeezy გამოუშვა. 2021 წლის აპრილში Nike Air Yeezy 1-ის პროტოტიპი Sotheby’s-ზე რეკორდულად 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომენტარები
იტვირთება...