კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივლისის დილის 08:00 საათამდე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა – ამსვლელ მონაკვეთზე და ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტისა და იოანე ვაკელის ქუჩების მიმართულებით

ამავე დროს, ერთი კვირით დაიკეტება ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით).


ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...