კანდელაკი: ზალკალიანი არ ამბობს, ჩვენი ტერიტორიების გამო რუსეთზე დაკისრებული სანქციები კარგი იქნებოდაო

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გადაცემა “პირველებში” “ქართული ოცნების” წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან გამართული დებატების დროს განაცხადა.

“როცა საქმე საქმეზე მიდგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების გამო რუსეთზე ევროპის და ამერიკის მიერ სანქციების დაკისრება იქნება კარგი. აბა დისკომფორტი რა არის? საუბარი იმაზე არ არის, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები, ან შეუერთდეს, საუბარია იმაზე, რომ უკვე დაწესებული რომ არის სხვადასხვანაირი სანქციები ამ სანქციებში საქართველოს საკითხის შეტანა კარგი იქნებაო, ეს ვერ ვათქმევინეთ.

2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას რაც შეეხება, მისი საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი ძალიან მაღალია, რადგან სარკოზიმ მთელი ევროკავშირის სახელით მოაწერა ხელი. ამაზე რომ თქვას მინისტრმა რომ ეს საკითხი იყოს წამოწეული ევროკავშირისა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრისას. მაგალითად მაკრონი რომ შეხვდა პუტინს, მას რომ მოეთხოვა ეს, ცუდი იქნებოდა?!” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად