კანდელაკი თალაკვაძეს: სამწუხაროდ, ვერ მოგესალმე, შორს ვიჯექი, წერეთელი ხო მოგესალმათ?!

ასე მიმართავს, “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს პარლლამენტის თავმჯომარეს არჩილ თალკვაძეს.

” მე და გიგი წერეთელი ვიმყოფებოდით ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე. იქიდან დავბრუნდით. რახან ასე დასვით საკთხი, ასე აგრესიულად გადახვედით შეტევაზე, იქნებ გაუმხილოს საზოგადოებას, თქვენ სად ბრძანდებოდით? გამოაქვეყნოთ თქვენი წუხანდელი ბილეთი, ამხილეოთ მედია “უპრეცედენტო სიცრუეში”.

მე შორს ვიჯექი და სამწუხაროდ ვერ მოგესალმეთ, იმედია, მაპატიებთ. მაგრამ გიგი წერეთელი ხომ მოგესალმათ”,-ამბობს გიორგი კანდელაკი.

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხი” და “ფორმულა” ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, “მთავარი” და “ფორმულა” გუშინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს  ვიმყოფები იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად

მისივე თქმით, სიუჟეტები ეთერში ისე გავიდა, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, “ფორმულა”-ს და “მთავარი არხი”-ს  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულების შემდეგ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, არჩილ თალაკვაძეს სოციალური ქსელით მიმართა: წუხელ, შემთხვევით ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით?!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად