კანდელაკი: ქათამაძე დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც თავისი ხელოვნების პოლიტიზირებას ახდენს

ამის შესახებ ტელეწამყვანი თინა კანდელაკი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

„ნინო და სხვა ხელოვანი ადამიანები ყველაზე დიდ შეცდომას უშვებენ ცხოვრებაში, როდესაც თავიანთი ხელოვნების პოლიტიზირებას ახდენენ და თავიანთ თავებს აქცევენ პროპაგანდის ინსტრუმენტად, რომელიც, ყველა ქართველისგან განსხვავებით, თავის კომფორტულ სიბერეს ფლორიდის მზის ქვეშ შეხვდება“, – წერს თინა კანდელაკი.

აქამდე ნინო ქათამაძემ, თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ ჩაატარებს, ვინაიდან ამ ქვეყანას ოკუპანტად მიიჩნევს. მომღერალი აღნიშნავს, რომ სამშობლოსთვის არასდროს უღალატია, არ მიუღია მონაწილეობა ისეთ კონცერტებში, რომლებიც სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებოდა, ან პოლიტიკოსების დაბადების დღეების საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებებში.

მოგვიანებით აღნიშნული პოსტი ხელმისაწვდომი აღარ იყო, თუმცა ამ მომენტისთვის ნაწერი კვლავ გამოჩნდა მის ფეისბუქ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად