კანდელაკი: “ქართული ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსი” არის ერთი და იგივე ძალა

“სხვაობა “ქართულ ოცნებასა” და “პატრიოტთა ალიანსს” შორის ისედაც არ არსებობდა და ამ დღეებში სულ წაიშალა- ეს არის ერთი და იგივე ძალა”.- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს ” პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც გაჟღერებული იყო მტავრობის ახალი შემადგენლობის განხილვისას და რუსეთთან პირდაპირ დიალოგს გულისხმობს.

​გიორგი კანდელაკის შეფასებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებით გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიის შიგნით რუსული ძალები გაძლიერდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი ამ ფაქტს ობიექტურად შეაფასებს.

“სხვაობა “ქართულ ოცნებასა” და “პატრიოტთა ალიანსს” შორის ისედაც არ არსებობდა და ამ დღეებში სულ წაიშალა – ეს არის ერთი და იგივე ძალა. რუსეთის გავლენა არც ადრე იყო მცირე და ახლა გახარიას გაპრემიერებით და ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, „ოცნების“ შიგნით უპრეცედენტოდ გაიზარდა რუსული გავლენა და ამას, მჯერა ჩვენი ამომრჩეველი სათანადო შეფასებას მისცემს”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად