კანდელაკი: “ქართულ ოცნებას” ისე არ მოვექცევით, როგორც ისინი მოექცნენ “ნაციონალურ მოძრაობას”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ახალი მთავრობა კონცენტრირებული იქნება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. 

"ერთ რამეში მინდა დავეთანხმო კახა კალაძეს, რომ ძალიან მშვიდად, ძალიან წყანარად მოხდება ეს ყველაფერი და ივანიშვილის გუნდი გადაინაცვლებს ოპოზიციაში. არანაირი შურისძიება არ იქნება. ჩვენ არ მოვექცევით "ქართულ ოცნებას" ისე, როგორც "ქართული ოცნება" ექცეოდა "ნაციონალურ მოძრაობას" იმიტომ, რომ ახალი მთავრობა სრულიად კონცენტრირდება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე.

თუ მათ გადასახადების შემცირება უნდოდათ, შეეძლოთ ამ ოთხი წლის განმავლობაში შეემცირებინათ, პენსიაც გაეზარდათ და რამე მაინც გაეკეთებინათ",- განაცხადა კანდელაკმა .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად