კანდელაკი: “ოცნების” საგარეო პოლიტიკა უმრავლესობიდან გასულ ამ 8 დეპუტატზე იდგა, ახლა პარტნიორებს მაღრაძე უნდა ელაპარაკოს?!

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა “ტვ პირველს” განუცხადა.

“ამ რვა დეპუტატზე იდგა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა. ვინ უნდა ელაპარაკოს ამერიკელ პარტნიორებს. გუგული მაღრაძე? თუ ვინ?” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად