კანდელაკი “ოცნებას”: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე თავის მომჭრელი საქციელი შეწყვიტეთ!

“ევროპული საქართველო” ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამ საქმეზე სამარცხვინო და თავის მომჭრელი საქციელი შეწყვიტონ და საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე იგნორირება დაუშვებელია.

განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა. მისი თქმით, გამოქვეყნდა ბრიტანეთის საგამოძიებო ჯგუფის ბელინკადის ახალი გამოძიება, რომელიც წვრილმანების და ბევრი დეტალის გამომზეურებით ადგენს, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა რუსეთის უშიშროების რამდენიმე დანაყოფი

“საზოგადოებას კარგად მოეხსენება გასულ წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ და რომ ამ მკვლელობის გამო გერმანიამ რუსეთიდან გააძევა რუსეთის 2 დიპლომატი. საზოგადოებას ასევე მოეხსენება, რომ ხანგოშვილი გასულ წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენს უშიშროების სტრუქტურებთან. თანამშრომლობდა, როგორც რუსული სპეცსამსახურების ასევე ისლამური რადიკალიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საქართველოში. თანამშრომლობდა როგორც საქართველოს უშიშროების სტრუქტურებთან, ასევე ჩვენს მოკავშირეებთან. ნატოს ქვეყნებიდან.

გუშინ გამოქვეყნდა ბრიტანეთის საგამოძიებო ჯგუფის ბელინკადის ახალი გამოძიება, რომელიც წვრილმანების და ბევრი დეტალის გამომზეურებით ადგენს, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა რუსეთის უშიშროების რამდენიმე დანაყოფი. საზოგადოებას ასევე მოეხსენება, რომ ხანგოშვილზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც მას ესროლეს 8 ტყვია. ამ თავდასხმის შემდეგ ჩატარდა არაერთი ავტორიტეტული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ სახელმწიფომ, ქართული ოცნების მთავარობამ ჩაიდინა სს დანაშაული და დაფარა ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის დეტალები. მაგალითად ჟვანიას მოედანზე თავდასხმის შედეგად წაიშალა ირგვლივ მდებარე კამერების ჩანაწერი და დემონსტრაციულად არ გამოიძია თავდასხმა. რის გამოც იგი იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.

ხანგოშვილის მკვლელობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გერმანია რუსეთს და დასავლეთი-რუსეთს შორის ურთიერთობებში და ყველაზე აქტუალური თემაა დასავლურ პრესაში. ამ ფონზე გამაოგნებელია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სამშობლოს, საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ამ ხნის განმავლობაში არაფერს არ ამბობს. ფაქტობრივად მწუხარებაც კი არ გამოუთქვამს ესოდენ მნიშვნელოვანი ფიგურის მკვლელობის გამო და არაფერი უთქვამს, რომ ამან შეიძინა ესოდენ დიდი მნიშვნელობა დასავლეთი-რუსეთის ურთიერთობებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ასეთი სამარცხვინო, თავის მომჭრელი და სამარცხვინო საქციელი შეწყვიტოს. ხანგოშვილის მკვლელობაზე ასეთი ჯიუტი დუმილი და საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე ასეთი იგნორირება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეროზიისა ქართული ოცნების პირობებში”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად