კანდელაკი: “ოცნება” ცდილობს ეკლესიის თემით ისპეკულიროს ყოვლად ამორალური და ბინძური ფორმით

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ხელისუფლების წევრები ოპონენტებზე საკუთარი შეცდომების გადაბრალებას ცდილობენ.

“ქართული ოცნება”, მის მიერვე შექმნილი კრიზისი, გავრილოვის ჩამოყვანით გამოწვეულ კრიზისი, ისევ ცდილობს, რომ წარმოაჩინოს როგორც არა ხალხის სამართლიანი პროტესტი, არამედ რაღაც შეთქმულება და ამბოხება. “ქართული ოცნება”, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ახლაც, ცდილობს, რომ ეკლესიის თემით, რაღაცნაირად ისპეკულიროს ყოვლად ამაზრზენი, ამორალური და ბინძური ფორმით,” – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად