კანდელაკი: “ოცნება” “პატრიოტთა ალიანსს“ ხშირად ათქმევინებს ხოლმე იმას, რასაც თავად ერიდება

„ქართული ოცნება“ თავის დანამატს „პატრიოტთა ალიანსს“ ხშირად ათქმევინებს ხოლმე იმას, რის თქმასაც თავად ერიდება.”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის თაობაზე.

როგორც გიორგი კანდელაკმა განაცხადა, საქართველოს რუსეთთან დიალოგი უნდა ჰქონდეს და ეს არის ჟენევის ფორმატში, სადაც ჩვენი მოკავშირეები ამერიკა და ევროკავშირი მიიღებენ მონაწილეობას.

“ეს უნდა იყოს არა კუთხეში მოქცეული საქართველო, არამედ საქართველო, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდას უზის, მოკავშირეებთან და მეგობრებთან ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად და არა მარტო. რაც შეეხება „პატრიოტების“ კვლევას, „ქართული ოცნება“ ხშირად ათქმევინებს თავის დანამატს იმას, რის თქმასაც ერიდება ხოლმე. ეს იმის ნიშანია, რომ საით უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წაყვანა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად