კანდელაკი: ივანიშვილი თავის გადასარჩენად ხავსს ეჭიდება, ეს ვერ უშველის ცხადია

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს შეეფარდებას გამოეხმაურა.

“იმდენად ეჭიდება ხავსს ივანიშვილი თავის გადასარჩენად, ეს მას ვერ უშველის ცხადია. მზად არის შეარყიოს ქვეყნის ეკონომიკა. ქართულუმა ეკონომიკამ დაკარგმ მლრდ ლარი. თუ ეს არ ურტყავს ლარს? აბა რა ურტყავს?! გადაადგილების აკრძალვით პირდაპირ თქვა რომ დიახ, არ გვინდა რომ ანაკლიის პორტი ამუშავდეს”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 700 000-700 000 ლარი შეუფარდა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ასევე, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელმა არჩილ ტყეშელაშვილმა სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ვინაიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაღლითობით დაზარალდა “თიბისი ბანკი” მაგრამ რადგან ამ ნაწილში ხანდაზმულობის ვადა გასულია, საქმეს არ ჰყავს დაზარალებული .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად