კანდელაკი: იმის მტკიცება, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, არის, სამწუხაროდ, რუსული ვერსიის განმეორება

მტკიცება იმისა, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, ეს არის, სამწუხაროდ, რუსული ვერსიის გამეორება”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის საზღვარს არღვევს საერთაშორისო სამართლით ეს არის სამხედრო აგრესია.

“ამავე დროს პარალელურად მიმდინარეობდა ქართული სოფლების დაბომბვა, ფაქტობრივად, გასროლაც მათი მხრიდან მოხდა პირველად და დიდი ზომის შეიარაღებული ნაწილები მათ შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ამიტომ მტკიცება იმისა, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, ეს არის, სამწუხაროდ, რუსული ვერსიის გამეორება, რომ საქართველომ დაიწყო ომი და შემდეგ რუსეთმა უპასუხა, ეს არის კატასტროფა და დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის,” – აცხადებს კანდელაკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად