კანდელაკი: გიორგი გახარიამ თავად დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და ემზარ კვიციანს შორის

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იძლევა პარლამენტის წვერის დაკავების შესაძლებლობას, თუკი მას წაასწრებენ დანაშაულზე.

​”ცემა-ტყეპა და განსაკუთრებით, პოლიციელისთვის დარტყმა და გინება არის დანაშაული. კადრებში არაერთხელ ჩანს, როგორ ურტყამს ეს პიროვნება პოლიციელებს და საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ იგი ადგილზე დაეპატიმრებინათ. ემზარ კვიციანის, როგორც მოძალადის არდაკავება არის გიორგი გახარიას პრემიერობის პირველი გადაწყვეტილება. გიორგი გახარიამ თავად დასვა ტოლობის ნიშანი საკუთარ თავსა და ემზარ კვიციანს შორის”-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ: გუშინ, პარლამენტის მიერ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს, “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან აქციაზე გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იგი ასევე დაუპირისპირდა პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ ემზარ კვიციანი დაეკავებინათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად