კანდელაკი: ბურჯანაძემ თქვას, მოიხადა თუ არა რუსეთში ბოდიში… ჩვენ ერთობაზე არ ვსაუბრობთ

“რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ჩამობრძანდეს და განაცხადოს მოიხადა თუ არა ბოდიში”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გადაცემა “პირველების” წამყვანების კითხვაზე განაცხადა.

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შესახებ წამყვანებმა კანდელაკს ჰკითხეს – სააგენტო “ტასის” ცნობით, გავრილოვის თემის გამო რუსებს ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა, თუმცა ბურაჯანაძის პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მას ბოდიში არ მოუხდია. როდესაც ჩამოვა გაარკვევთ ბურჯანაძესთან ამ საკითხს? – რაზეც კანდელაკი პასუხობს:

“რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ჩამობრძანდეს და განაცხადოს მოიხადა თუ არა ბოდიში, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მთავრობის დაკომპლექტებაზე და არა რაიმე ერთობაზე საერთოდ. მოხერხება უნდა იმას, რომ ასეთი განსხვავებული შეხედულების პოლიტიკურ ძალებს მოუნდათ ერთი და იგივე რამე და ეს არის თამაშის სამართლიანი წესები, ეს არის პროპორციული არჩევნები. ამ საკითხზე მთელ პოლიტიკურ სპექტრში არის კონსენსუსი, გარდა “ქართული ოცნებისა”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად