კანდელაკი: ბიძინას მჭევრმეტყველებით ვიტყვი-რანაირი ტრიუკიც არ უნდა ჩაატარონ, არაფერი უშველით

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ხელისუფლება, რომელიც აქციებს უმართავს ოპოზიციას, მისი საქმე დამთავრებულია. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენივე ქვეყნის ისტორიაში მოიძებნება ასლან აბაშიძის და შევარდნაძის სახით, როდესაც მათ 2003 წლის ნოემბრის შუაში გადაწყვიტეს ამ რაღაც კონტრაქციის გამართვა და ხალხი ჩამოიყვანეს თბილისის ქუჩებში. მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ მათი საქმე წასული იყო. გამართონ და ამით სამასხარაოდ გაიხდიან თავს, თუკი ამ აქციას მართლა გამართავენ.

ბატონ ბიძინას მჭევრმეტყველურ სიტყვაკაზმულობას რომ დავესესხოთ, რანაირი ტრიუკიც არ უნდა ჩაატარონ, მათ არაფერი უშველით”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად