კანდელაკი აშშ-ირანის კონფლიქტზე: როგორც მინიმუმ უშიშროების საბჭო უნდა იკრიბებოდეს

როგორც მინიმუმ უშიშროების საბჭო უნდა იკრიბებოდეს, რომელიც “ოცნებამ” საერთოდ გააუქმა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს ამერიკისა და ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ინტერესია სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე.

„ასეთ ვითარებაში ვერ ვხედავთ, რომ რამე მსჯელობა მიმდინარეობს მთავრობაში. როგორც მინიმუმ უშიშროების საბჭო უნდა იკრიბებოდეს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ გააუქმა. უნდა მიმდინარეობდეს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო, ნავთობი რომ გაძვირდეს რას ვშვრებით საერთოდ? ნავთობის გაძვირება ფასებზე აისახება, ისედაც 7%-იანი ინფლაცია გვაქვს. საქართველო ინტერესია სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი სამყაროს დასუსტების ხარჯზე. საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენი ქცევაც ამან უნდა განაპირობოს“, – განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ადრე დაჯგუფება “ასაიბ აჰლ ალ-ჰაკი” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. 3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ირანის სამხედრო სარდალი ყასემ სულეიმანისა და ერაყის შიიტური ამბოხებულების მეთაურის მოადგილისა აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის ლიკვიდაცია განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად