“კანაფის ლეგალიზების ფესტივალი” 11 პირის დაკავებით დასრულდა (ფოტორეპორტაჟი)

დღეს, “გირჩმა“ დაანონსებული “კანაფის ლეგალიზების ფესტივალი” “დედაენის ბაღში” ვეღარ ჩაატარა.

ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ორგანიზატორები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციამ დააკავა.

დაანონსებულ დროს კი “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საჯაროდ 3 ცალი ჯოინთი ფესტივალის მონაწილე 3 პირს გადასცა, რის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა, რასაც ფესტივალის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, შედეგადა რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

შსს-ს ოფიციალური განცხადებით: “გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი.

ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად