კანადის პრემიერმინისტრი ტორონტოს LGBT მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას

კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, ტორონტოს Pride parade-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც LGBT (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) საზოგადოების სადღესასწაულო მშვიდობიან მსვლელობას წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ, თავად პრემიერმინისტრი, თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს.

ჯასტინ ტრუდო, ისტორიაში კანადის პირველი პრემიერმინისტრი გახდება, რომელიც აღნიშულ მსვლელობაში ჩაერთვება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტრუდო Pride parade-ში ერთვება. იგი წლებია, რაც მონაწილეობას იღებს ტორონტოსა და ვანკუვერში გამართულ LGBT მსვლელობაში, თუმცა ამჯერად, იგი ამას პრემიერმინისტრის სტატუსით პირველად გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...