კანადის პრემიერი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის

კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ისინი მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. ინფორმაციას სააგენტო Ukrinform-ი ავრცელებს.

“კანადასა და უკრაინას ისტორიული მეგობრობა, საერთო ფასეულობები და მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ.
მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას, რომლის დროსაც პარტნიორობის გაღრმავების გზებსა და საშუალო ფენისთვის სამუშაო ადგილების შექმნის საკითხს განვიხილავთ “, – აცხადებს ტრიუდო.

ასევე ცნობილია, რომ შეხვედრაზე პოლიტიკოსები განიხილავენ უკრაინის ძალისხმევას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ზელენსკი კანადას 1 ივლისიდან 3 ივლისამდე კანადას სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეფორმის შესახებ კონფერენციაში, რომელიც ტორონტოში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად