კანადის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ჯო ბაიდენის გეგმით „იყიდე ამერიკული”

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც პროგრამის, „იყიდე ამერიკული საქონელი” ხელშეწყობას ემსახურება, შეშფოთებით შეხვდა კანადის ფინანსთა მინისტრი

კანადა შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმით, დაკავშირებულით პროგრამასთან, რომელიც ფედერალური შესყიდვების დროს ამერიკული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებს, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა.

რეპორტიორებთან საუბრის დროს კრისტია ფრილენდმა აღნიშნა, რომ ოტავაში ბაიდენის ადმინისტრაციასთაბ შეხვედრის დროს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება თავისუფალი ვაჭრობის საკითხი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად