კანადელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით,არსებობს შანსები იმისა,რომ ამ სამკურნალო მცენარემ,რომელიც წარმატებით გამოიყენება კიბოსა და კრონის დაავადების წინააღმდეგ,შესაძლოა,შეამციროს კორონავირუსით დაინფიცირების შანსები. ინფორმაციას ავრცელებს DW.
მეცნიერების განმარტებით, კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმში შესაღწევად ესაჭიროება “რეცეპტორი”,რომელიც ცნობილია ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი 2-ის სახელით,იგივე ACE2.
ACE2 გვხვდება ფილტვებში, პირისა და ცხვირის ღრუში,თირკმელებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ექსპერტების თეორიით,კანაფოიდებს შეუძლიათ,შეცვალონ ეს ფერმენტი და შესაბამისად,შეამცირონ რისკები იმისა,რომ ადამიანის ორგანიზმი “კარგი მასპინძელი” აღმოჩნდეს ამ ვირუსისათვის.
“თუკი არ არის ACE2,მაშინ ვირუსიც ვერ აღწევს ორგანიზმში”-განმარტავს ამ მეცნიერთაგან ერთ-ერთი,ბიოლოგიის პროფესორი კოვალჩუკი.