კანადაში ტყის ხანძრის გამო, 3,8 ათასი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა

ონტარიოში, რედ ლეიკის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 3.8 ათასი მოსახლე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები ტყის ხანძრის გამო. ამის შესახებ ქალაქის მერი, ფრედ მოტა იუწყება.

მოსახლეობის ნაწილი საჰაერო ტრანსპორტით გადაიყავნეს მიმდებარე დასახლებებში. მთლიანობაში, რედ ლეიკში დაახლოებით 4.1 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რეგიონის სახანძრო სამსახურის ცნობით, ტყის ხანძარი ქალაქის მახლობლად ვითარდება. ამავე დროს, ქარი ხელს უწყობს ცეცხლს, რომ დასახლებისკენ გავრცელდეს. ხანძრის ფართობი ახლა 750 ჰექტარია, ხოლო სამშაბათს ეს მაჩვენებელი 550 ჰექტარი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად