კანადაში, ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ტყის ხანძრების გამო, კანადის პროვინცია ბრიტანული კოოლუმბიის მაცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ტელემაუწყებლობა ЧТВ იტყობინება.

ამ ეტაპზე ტყეები იწვის პრინსტონის ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს, რომლის მოსახლეობაც 2,8 ათასზე მეტია. ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. საფრთხის ზონაში 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია, რომელთა მოსახლეობამაც მიიღო განკარგულება სასწრაფო ევაკუციის შესახებ.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი გასულ შაბათს მეხის დაცემის გამო დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად